რას გთავაზობთ?

ბოლო წლების განმავლობაში ორიგინალური და ლამაზი ხელის თხოვნის რიტუალი უფრო და უფრო პოპულარული გახდა საქართველოში. ასეთი ტენდენცია არ არის გასაკვირი, რადგან ნებისმიერი გოგო ოცნებობს რომანტიკულ და დაუვიწყარ ხელის თხოვნაზე, რომელიც სამუდამოდ დარჩება მის გულში.

ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ განსაკუთრებული და განსხვავებული გახადოთ ეს დღე თქვენი რჩეულისთვის:

  • ერთად ავარჩიოთ საინტერესო ლოკაცია;
  • დავწეროთ ინდივიდუალური სცენარი;
  • სურვილისამებრ აღვბეჭდოთ ეს სასიხარულო მომენტი ფოტო ან ვიდეოფირზე;
  • ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მან თქვას “კი”.

დაგეგმეთ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები ჩვენთან ერთად.